„ჩემი ოჯახის კლინიკის" ინიციატვით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ქედის მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩატარდა.
პედიატრის, ნეონატოლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, ონკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ბავშვთა ტრავმატოლოგის, ბავშვთა ორთოპედის, ანგიოქირურგის, კარდიოლოგის, კარდიოექოსკოპისტის და მეანგინეკოლოგის უფასო სამედიცინო მომსახურება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში გაეწიათ.
აქციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და ბათუმის რეფერალური საავდმყოფოს დირექტორი ესწრებოდნენ.
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების მიერ ანალოგიური აქცია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტშიც ჩატარდა.