იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილე სოფელ დუისის საჯარო სკოლაში პანკისის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
თეა წულუკიანმა პანკისის მოსახლეობას ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ყველა ფორმით, მათ შორის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მწვავედ დგას მოქალაქეობის, მიწების დარეგისტრირების, ნოტარიუსის პრობლემა.
მინისტრი ადგილობრივებს წლის ბოლომდე სოფელ დუისში სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრის აშენებას დაჰპირდა, სადაც მოსახელობა ყველა სახელმწიფო სერვისის მიღებას შეძლებს. ამავე ცენტრში განთავსდება ბანკები და ნოტარიუსი.
მასალის გამოყენების პირობები