ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე სამეგრელოში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას ხვდება. მინისტრმა ზუგდიდის რამდენიმე სოფელში უკვე გამართა დევნილებთან შეხვედრა, დევნილთა ათზე მეტი კომპაქტური ჩასახლების ობიექტი დაათვალიერა და პირადად, გაეცნო პრობლემებსა და საჭიროებებს. დევნილთა ძირითად საჭიროებად საბინაო საკითხების მოგვარება რჩება. კერძოდ, დევნილები დაინტერესდნენ, თუ როგორ გადაწყდება მათი განსახლების საკითხი და როდის დასრულდება ზუგდიდში მშენებარე 8 საცხოვრებელი კორპუსი. დევნილებმა მინისტრს ასევე კითხეს შესაძლებელია თუ არა საკუთარ მიწაზე კოტეჯების მშენებლობა. მინისტრმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის სამეგრელოში სწორედ იმიტომ ჩავიდა, რომ მოუსმინოს დევნილებს, პირადად გეცნოს პრობლემებს და შეუმსუბუქოს მდგომაერეობა. მან დევნილთა ყველა კითხვას უპასუხა. რაც შეეხება კოტეჯების მშენებლობას აღნიშნა, რომ სამინისტროს ამ საკითხზე აინტერესებს საზოგადო დევნილთა აზრი და თუ მსურველები იქნებიან სამინისტრო დონორებთან ერთად აღნიშნულ წინადადებას განიხილავს. რაც შეეხება ზუგდიდში 8 კორპუსის მშენებლობას მინისტრის თქმით ის 2014 წლის ბოლოს დასრულდება. მინისტრმა დევნილებს ასევე გააცნო კრიტერიუმების შესაბამისად როგორ მოხდება დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების განაწილება.
„ზუგდიდის სხვადასხვა ჩასახლებაში ვხვდებით დევნილებს საკმაოდ მძიმე ვითარებაა, თუმცა დევნილები იმედიანად არიან და ახალი ხელისუფლებისგან მხარდაჭერას ელიან. მათ უკან საკმაოდ მძიმე პირობებია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ დევნილების პირობები შევუმსუბუქოდ," - აღნიშნა მინისტრმა დავით დარახველიძემ დევნილებთან შეხვედრისას.
როგორც დევნილებმა აღნიშნეს მათ პირველად მიეცათ შესაძლებლობა პირველ პირს შეხვედროდნენ და პირადად მისგან მიეღოთ კითხვებზე პასუხები.
„დღეს პირველად მოგვეცა შესაძლებლობა მინისტრს შევხვედროდით და ყველა იმ საკითხზე გვესაუბრა რომელიც ჩვენ , დევნილებს გვაინტერესებს იმედი გაგვიჩდნა და ყველანი დარწმუნებულები ვართ რომ საკუთარი ჭერი გვექნება. ვგრძნობთ რომ ყველაფრი კეთდება ხალხისთვის." აღნიშნა აფხაზეთიდან დევნილმა ამირან თორიამ.