დღეს, 27 ივლისს 14:00 საათზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სიღნაღში საზამთროს ფესტივალი გაიმართება.
აღნიშნული ღონისძიება მეორე წელია იმართება და მისი მიზანია სიღნაღის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაცია,რომელიც შემდგომში ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებასა და ტურისტული ნაკადის ზრდას.
ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები,კონკურსები,გათამაშებები,შეჯიბრებები (საზამთროთი სირბილი,საზამთროსთვის ისრის სროლა,საზამთროს აზიდვაში შეჯიბრი და სხვა)მოეწყობა.მოედანზე განთავსებულ დახლებზე დამსწრე საზოგადოება საზამთროს,საზამთროს ფრეშსს და მურაბას დააგემოვნებს.ფესტივალზე ადგილობრივი მწარმოებლები ხელნაკეთ სუვენირებს გამოფენენ.აქვე მხატვარ დეკორატორები საზამთროზე იმუშავებენ და სხვადასხვა სახის ფიგურებს დაამზადებენ.
მოედანზე ფოტო სტენდები განთავსდება.საღამო ბავშვებისათვის გამართული ღონისძიებით დასრულდება.