„ჩემი ოჯახის კლინიკის" ინიციატივით და აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წმინდა ეკატერინეს სახელობის მოხუცებულთა სათნოების სახლის ბინადრებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა.
მოხუცებს სამედიცინო მომსახურებას ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებმა(ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, ანგიოლოგი, ქირურგი, თერაპევტი, ტრავმატოლოგი, გინეკოლოგი, ალერგოლოგი)გაუწიეს. აქციას აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე დაესწრო.