ლაგოდეხის რაიონში ადიდებულმა მდინარე კაბალმა დამცავი ჯებირები დაანგრია და სოფელი გიორგეთი დატბორა. წყალი სასოფლო სამეურნეო სავარგულებში გადავიდა და სიმინდის ნარგავები და საზამთროს ბაღები დააზიანა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ალიბეგაშვილმა განუცხადა, საცხოვრებელი სახლები და გზები დატბორილი არ არის. მისივე თქმით, სოფელში სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
„სოფელში უკვე გაგზავნილია ტრაქტორი და მუშაობს. ნათესებია ძირითადად დატობრილი. როგორც ვიცი, სახლები და გზები არ დატბორილა. რამდენ ჰექტარზე დატბორა წყალმა ნათესები ჯერ არ ვიცით, ვმუშაობთ", - აღნიშნა ვალერი ალიბეგაშვილმა.