დევნილთა სამინისტროსა და „ჩემი ოჯახის კლინიკის" ერთობლივი აქციის ფარგლებში. ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
აქცია 26 ივლისს დაიწყება. დევნილებს სხვადასხვა პროფილის 52 ექიმი მოემსახურება. ქურირგები, თერაპევტები, კარდიოლოგები, ნევროლოგები, ენდოკრინოლოგები, ტრავმატოლოგები, პედიატრები, ქირურგები და სხვა პროფილის ექიმები დევნილებს მთელი დღის განმავლობაში მოემსახურებიან. ადგილზე ჩავლენ დევნილთა მინისტრის მიადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და „ჩემი ოჯახის კლინიკის" წარმომადგენელი თეონა ლალიაშვილი.
ვრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში ჩატარდება (კონსტანტინე გამსახურდიას #206).