26 ივლისს 11:00 საათზე „ჩემი ოჯახის კლინიკის" ინიციატივით და აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წმინდა ეკატერინეს სახელობის მოხუცებულთა სათნოების სახლის ბინადრებს უფასო გამოკვლევები ჩატარდება.
მოხუცებს სამედიცინო მომსახურებას ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმები გაუწევენ. აქციას აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რომან ბოლქვაძე დაესწრება.