„მხედრიონელების რეამინაციით და შევარდნაძის ხალხით საგანელიძეს სამგრელოში გვირგვინს არ დავადგმევინებთ"- აცხადებს „ქართული ოცნების" მარტვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი ზურა ბიგვავა "პირველ რადიოსთან" ინტერვიუში. ბიგვავა ხვალ, 26 ივლისს, მხარდამჭერებთან ერთად სპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის ფიტულის დაწვას გეგმავს.- „1 ოქტომბრამდე ვინც იყო ქართულ ოცნებაში, ვინც ებრძოდა ახალაიებსა და ქარდავებს, ვინც მოუტანა მათ ხმები ის ხალხი იგნორირებულია. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო შტაბის უფროსი საგანელიძე გახდა. მას უნდა მოიყვანოს თავისი ხალხი- ყოფილი მხედრიონელები, ნაციონალები და მემარეჯვენეები, მაგრამ საგანელიძეს ეს არ გაუვა"- აცხადებს ბიგვავა. ბიგვავას თქმით საგანელიძის დანიშვნით მთელი სამეგრელო უკმაყოფილოა და მარტვილში ხვალისთვის დაგეგმილ აქციზე დიდი რაოდენობით ხალხი მოიყრის თავს. როგორც ზურაბ ბიგვავა ამბობს, მას აქვს არაერთი მასალა, როგორ გაყალბდა სამეგრელოში ოქტომბრის საპარლამემნტო არჩევნებში ხმები და რატომ წააგო „ქართულმა ოცნებამ" ამ რეგიონში არჩევნები, მაგრამ ამ მასალებით დღემდე არავინ დაინტერესებულა.
მასალის გამოყენების პირობები