ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. ზოგიერთ უბანში წყალმა საცხოვრებელი სახლების ეზოები დაფარა და პირველ სართულებზეც შეაღწია.
ფოთის ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ქალაქში შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, მაგრამ წლის გადინება უხვი ნალექის გამო შეფერხდა.
ამ დროისთვის ფოთში უკვე გამოიდარა და აღარ წვიმს.