ბათუმი ინდური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს. როგორც აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განმარტავენ, კომპანია „LITTLE INDIA" პალატის თანადგომით, 20 ივლისიდან, ბათუმში ინდოეთში წარმოებული სხვადასხვა დასახელების სამრეწველო საქონლის გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს. გამოფენა ჭავჭავაძის ქ. N 5-ში არსებული „ბათუმი-პლაზას" შენობაში განთავსდება და მისი ნახვა და შესაბამისი ნივთების შეძენა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.