რუსეთის შს სამინისტროს განცხადებით, ამჟამად რუსი და იტალიელი სამართალდამცავები დაჯგუფება „ქუთაისელების" აღკვეთისაკენ მიმართულ ქმედებებს ახორციელებენ.
„ამ ორგანიზაბული დანაშაულის ჯგუფის წევრები ქართველები არიან. ისინი იტალიელი სამართალდამცავების ყურადღების ქვეშ იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის, ესპანეთის, ჩეხეთისა და ლიტვის ტერიტორიებზე მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო მოხვდდნენ", _ ნათქვამია რუსეთის შს სამინისტროს განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ამ ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის ლიდერი, „კანონიერი ქურდი" მერან ჯანგველაძე (მერაბ სუხუმსკი) უნგრეთის სამართალდამცავებმა ბუდაპეშტის სასტუმროში დააკავეს იტალიის ტერიტორიაზე მკვლელობის ჩადენის ბრალდებით.