ქუთაისის საკრებულოში მყოფი „ნაციონალები" ქალაქის მერის, დიმიტრი კოპალიანის თანამდებობიდანგადადგომას ითხოვენ. ისინი ასევე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების ინიციატივითაც გამოდიან. „ნაციონალების" სახელითა ღნიშნული მოთხოვნები დღეს, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა გია გოქაძემ გააჟღერა.
გოქაძის თქმით, დიმიტრი კოპალიანი თანამდებობაზე „პატრიოტებისა" და „ქართული ოცნების" შეთანხმებით დაინიშნა.
როგორც გოქაძე ამბობს, მერის შესარჩევი კომისიას წორედ აღნიშნული პოლიტიკური ძალების კადრებით არის დაკომპლექტებული.
„უნდა დაისვას დიმიტრი კოპალაინის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი. რადგან მან ვერ გაატარა ი სპრინციპები, რაც გასატარებელი იყო. კოპალიანმა მერიიდან 88 საჯარო მოხელე იმისთვის გაათავისუფლა, რომ „პატრიოტებს" და „ქართულ ოცნებას" მერიაში ოჯახები დაესაქმებინათ. ასევე, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მერის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარეს თამაზ მარგველაშვილს," - ამბობს გია გოქაძე.
„ნაციონალი" დეპუტატის განცხადებით, ისინი მერის ამერიკიდან დაბრუნებასა და მის მიერ განცხადების გაკეთებას დაელოდებიან, ხოლო შემდეგ მერის იმპიჩმენტის საკითხს საკრებულოს სხდომაზე გაიტანენ.