წყალტუბოს მოსახლოებამ სოფელ გვიშტიბის გამგებელს სამუშაო კარი აუჭედეს. სოფლის მოსახლეობა რწმუნებულის გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ რწმუნებულმა ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე არსებული სოფლის ადმინისტრაციული შენობა კერძო მესაკუთრეს უკანონოდ გადასცა. ადგილობრივების განმარტებით, შენობაში პროფესიული სასწავლებელი უნდა განთავსებულიყო და განათლების სამინისტროდან ამისთვის მათ თანხმობაც ჰქონდათ მიღებული.
იმ შემთხვევაში თუ სოფელ გვიშტიბის რწმუნებული ჭაბუკი შვანგირაძე თანამდებობას არ დატოვებს, მოსახლოება აქციების გამართვით იმუქრება. რწმუნებული კი მოსახლეობის მოთხოვნებსა და ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები