იმერეთის ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას ქუთაისის მერის მიერ ვიცე-მერის თანამდებობიდან გათავისუფლებული ამირან ძოწენიძე დაიკავებს.
ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" იმერეთის გუბერნატორმა ვახტანგ ბალავაძემ განუცხადა. ბალავაძის თქმით აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე ჟურნალისტებს ძოწენიძეს ის მიმდინარე კვირაში წარუდგენს.
შეგახსენებთ, რომ ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მიმდინარე წლის აპრილში გოჩა თევდორაძემ თანამდებობა დატოვა და "საქართველოს პატრიოტთა ალიანისს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ დაინიშნა.