„პოლიციელის მკვლელები საქართველოს საზღვართან ალყაში არიან მოქცეულნი",_ ინფორმაციას ამ სათაურით რუსული სააგენტო „lifenews" ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლებმა ბოევიკების ბლოკირება მოახდინეს, რომლებმაც რამდენიმე ხნით ადრე დაღესტანში პოლიციის თანამშრომლები მოკლეს.
ძალოვნებს დამნაშავეები სოფელ ჩაროვანის განაპირას ჰყავდათ ბლოკირებულნი, დაღესტნის ლაკის რაიონში. ორი ბოევიკი ურთიერთსაპასუხო სროლის შედეგად ლიკვიდირებულია", _ იუწყება სააგენტო.
მათივე ინფორმაციით, ბოევიკების ძებნაში ჩართული იყო მთელი რაიონის ძალები, მათ შორის შინაგანი ჯარისა და სროებითი ოპერატიული დაჯგუფების თანამშრომლები. ასევე ამოქმედებული იყო ავიაცია - დამალულ ბოროტმოქმედებს ჰაერიდან პატრულირებითაც ეძებდდნენ.
„ბანდიტები საცხოვრებელ სახლში იმალებოდნენ. დაკავების მცდელობისას გაიხსნა ცეცხლი. ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია", _ იუწყება სააგენტო.