რას ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის II ეტაპი და როგორ ხორციელდება პროგრამა აჭარის რეგიონში. ამ საკითხებზე გუშინ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკონფერენციო დარბაზში საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები რეგიონის ჰოსპიტალური სექტორის და პირველადი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობდნენ. საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი ნოე ქინქლაძე და საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი რუსუდან გოგოლაშვილი. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები