ქუთაისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები შესაძლოა გაიფიცონ. როგორც შპ.ს „ფაუნა 2007"-ის მიერ დასაქმებული მეეზოვები აცხადებენ, მათ 3 თვეზე მეტია ხელფასი არ აუღიათ, რის გამოც ისინი ქალაქის დასუფთავებაზე უარს აცხადებენ.
ქუთაისის მერიის ნარჩენების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ დეისაძეს განცხადებით, შპს-ებთან მერიას თანხა გადარიცხული აქვს და ხელფასის გაუცემბლობა მხოლოდ ფირმის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხია.
„ქუთაისის მერიას აფსოლუტურად ყველა თეთრი გადახდილი აქვს. კონკრეტული ფირმის დირექტორს არ გადაუხდია ალბათ,"-ამბობს დეისაძე.