ჩვენ ყველანი ვართ წარმავლი და სახელმწიფოა მარდიული, რომელსაც ვემსახურებით, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარალამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმოამდგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ.
პრეზიდენტმა საპარლამენტო დებატები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ "დებატების დონე მაღლდება".
"ყველაფერი რაც ხდება პარლამენტის დარბაზში, არის ბევრად უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურის დონის, ვიდრე 16 წლის წინ. ჩვენ გვაქვს მოაზროვნეების შეკრება და ხშირად გვაქვს კამათიც, მაგრამ მთავარ პრინციპად ქვეყნის ერთგულება რჩება ", _ განაცხადა პრეზიდენტმა.