კერძო იპოთეკით დატვირთული ბინების მეპატრონეები და ბანკების მეანაბრეები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მთავრობისგან წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას, გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხების გაცემას ითხოვენ. დილიდან აქციის მონაწილეების ნაწილი, მაღალი ტემპერატურის გამო ცუდად გახდა, რის გამოც ადგილზე რამდენჯერმე გამოიძახეს სასწრაფო დახმრების მანქანა.
„უსახლკაროდ ვრჩებით ქუჩაში გვაგდებს ჩვენი ხელისუფლება. ვინმე დაგვეხმაროს, თორემ შეიძლება უპატრონო ხალხი ქუჩაში დავიხოცოთ,"- განაცხადა ნანა დიასამიძემ.
აქციას პარტია"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის რაიონული ორგანზიის ხელმძღვანელი გოგი წუალაია შეუერთა. წულაიას განცხადებით, თუ გამოსახლებების პროცესი გაგრძელდა საქართველო უსახლკაროთა ქვეყნად გადაიქცევა.
მასალის გამოყენების პირობები