მაშველები ქუთაისში, მდინარე რიონში დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარს ეძებენ. 55 წლის ვანო კახიძე მდინარეში გუშინ საღამოს დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა.
მაშველებმა სამძებრო სამუშაოები გუშინვე დაიწყეს, მაგრამ ცუდი ხილვადობის გამო მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.