ქუთაისში, მდინარე რიონში 55 წლის მამაკაცი. ვანო კახიძე დაიხრჩო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, შეტყობინება სამაშველო სამსახურში ერთი საათის წინ შევიდა და სამაშველო ეკიპაჟი ადგილზე რამდენიმე წუთში გამოცხადდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში მეგობართან ერთად მდინარეში ბანაობდა, რა დროსაც რიონმა გაიტაცა.
გვამის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.