ქუთაისს ახალი ვიცე-მერები ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობებზე ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა კოტე ლომიძე და გიორგი შარაბიძე წარადგინა.
კოტე ლომიძე მერიაში სოციალურ სფეროს უხელმძღვანელებს, ხოლო გიორგი შარაბიძე კი ეკონომიკურ ბლოკს ჩაიბარებს.
„საკმაოდ საინტერესო ადამიანები შეირჩა ვიცე-მერების თანამდებობებზე,"- განაცხადა დიმიტრი კოპალიანმა.
აღნიშნული ვიცე-მერები თანამდებობებს მანამ დაიკავებენ, ვიდრე კონკურსი არ დასრულდება. ცნობისთვის, ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა ვიცე-მერებობის თანამდებობებიდან, გუშინ ამირან ძოწენიძე და კოტე რატიანი გაათავისუფლა