დღეს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კახეთის მოსახლეობას უფასო სამედიცინო შემოწმება უტარდებათ. თბილისიდან მოწვეული მედპერსონალი სამედიცინო შემოწმებასთან ერთად საჭირო გამოკვლევებსაც ატარებენ.
დილიდან საავადმყოფოში მოსულ პაციენტებს შეუძლიათ მაღალკვალიფიციური ენდოკრინოლოგის, რევმატოლოგის, პროქტოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, დერმატოლოგის, პედიატრის, ბავშვთა გასტროენტეროლოგის, ბავშვთა ნევროლოგის სამედიცინო მომსახურების მიღება.
როგორც სააგენტოებს საავადმყოფოს ადმინისტრაციამ აცნობა, ასევე ტარდება: კარდიოექოსკოპია, კოლონოსკოპია, დოპლეროგრაფია, სახსრების, რბილი ქსოვილების, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლის ექოსკენირება.
მთელი დღის განმავლობაში პაციენტების გასინჯვა უფასოა, გამოკვლევებზე კი 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.