6 ივლისს თელავის რეფერალური საავადმყოფო მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციას და კონკრეტულ კვლევებზე 20 %იანი ფასდაკლებას შესთავაზებს.
მოსახლეობას მოემსახურებიან თბილისიდან მოწვეული მაღალკვალიფიციური ექიმები შემდეგი მიმართულებით:
ენდოკრინოლოგია. რევმატოლოგია, პროქტოლოგია, ოფთალმოლოგია,ნევროლოგია, კარდიოლოგია, დერმატოლოგია, პედიატრია, ბავშვთა გასტროენტეროლოგია.
ასევე ჩატარდება კარდიოექოსკოპია, კოლონოსკოპია, დოპლეროგრაფია, სახსრების, რბილი ქსოვილების, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლის ექოსკანირება. მიღება იწარმოებს 10-17 საათამდე.