იმერეთის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს სხვადასხვა სახის უფასო გამოკვლევა ჩაუტარდათ.
ბავშვებს კონსულტაცია და საჭირო სამედიცინო გამოკვლევები საავადმყოფოს პედიატრებმა ჩაუტარეს.
აღნიშნული ღონისძიება იმერეთის ეროვნულ სამედიცინო ცენტრის ინიციატივით ჩატარდა. სს „ჩემი ოჯახის კლინიკა" მსგავს საქველმოქმედო აქციებს ქსელის მასშტაბით მომავალშიც გააგრძელებს.
ანალოგიური აქცია 10 ივლისს, ქუთაისის „ბავშვთა სოფელში" ჩატარდება.