ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა თანამდებობიდან ვიცე-მერები გაათავისუფლა. როგორც თანამდებობიდან გათავისუფლებულებმა განაცხადეს, ახალმა მერმა მათ პოლიტიკური ნიშნით შეუზღუდა უფლებამოსილება.
„ჩვენ ვიყავით და ვრჩებით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, ამიტომ მოხდა ჩვენი გათავისუფლება, მერს კი სასამართლოში ვუჩივლებთ", - განაცხადა ქუთაისის ყოფილმა ვიცე-მერმა ამირან ძოწენიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ახლად არჩეულ მერს დიმიტრი კოპალიანს ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" იმპიჩმენტით ემუქრება.