ძლიერმა ქარმა და წვიმამ რუსთავი დააზარალა. სტიქიის შედეგად დაიტბორა სარდაფები. მეგობრობის გამზირზე ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, სანაპიროს ქუჩაზე კი სახლს სახურავი გადახადა, რომელიც ელექტროსადენებს და გაზის მილს დაეცა და შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება შეუწყდა.
სტიქიის შედეგად ასევე დაიტბორა ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო და სახანძროს სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ამ დროისთვის ქალაქში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დღეიდან მიყენებული ზარალის დათვლას დაიწყებს.