ქუთაისის მერიის შენობის წინ ქალაქის მერის დიმიტრი კოპალიანის მხარდასაჭერად 300-მდე ადამიანი აქციას მართავს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ყოფილი ნაციონალები ცდილობენ ქალაქის მერს მუშაობა არ დააცადონ და მას იმპიჩმენტით ემუქრებიან. აქციის მონაწილეები ასევე ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრებს მოუწოდებენ მერს მუშაობა დააცადონ და იმპიჩმენტით ნუ ემუქრებიან.
„დააცადონ მერს მუშაობა, სულ რამდენიმე კვირის დანიშნულია და თხოვენ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ყოფილ ხელისუფლებას 9 წლის განმავლობაში არ შეუსრულებია. ახალი მერი ყველაფერს თავის დროზე გააკეთებს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნათელა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ შესაძლოა მერს იმპიჩმენტი გამოუცხადონ.