ქუთაისის ვიცე მერი ამირან ძოწენიძე ქალაქის ახლად დარჩეული მერისგან დიმიტრი კოპალიანსგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. ძოწენიძე ქუთაისის მერის ორი დღის წინ ჩატარებულ ბრიფინგს ეხმაურება, სადაც კპალიანმა განაცხადა, რომ ქუთაისის მერიაში ამ დრომდე მექრთამე და კორუმპირებული მაღალი თანამდებობის პირები მუშაობენ.
„ქუთაისი მერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მერიაში კვლავ მექრთამე თანამდებობის პრები მუშაობენ, რეორგანიზაციის შედეგად კი მაღალი თანამდებობის პირებად კი ქუთაისის ვიცე მერები მოვიაზრებით, ამიტომ მოვითხოვთ მერმა საჯაროდ ბოდიში მოიხადოს და დააკონკრეტოს მექრთამე მაღალი თანამდებობის პირებად ვინ მოიხსენია", - განაცხადა ამირან ძოწენიძემ.