ორგანიზაცია „იმარატ კავკაზის" ამირი დოკუ უმაროვი აცხადებს, რომ დარტყმები რუსეთის ფედერაციის ტრეიტორიაზე განახლდება და მოუწოდებს ყველა ჩრდილოკავკასიელ მებრძოლს არ დაუშვან სოჭის ოლიმპიადის ჩატარება რუსეთის მიერ მოკლული კავკასიელების ძვლებზე.
უმაროვი ასევე აცხადებს, რომ „იმარატ კავკაზის" სამშვიდობო ინიციატივა რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო ოპერაციების ჩატარების შეჩერების შესახებ, რუსეთის მიერ „იმარატ კავკაზის" სისუსტედ იქნა აღქმული და არა როგორც კეთილი ნების აქტი.
მისივე თქმით, ამის შემდეგ მხოლოდ გაძლიერდა მშვიდობიანი მუსულმანების დევნა და გაიზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის.