ქობულეთში მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ხელისუფლებაც ჩაერთვება. როგორც ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დაწყებამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განმარტა, სტიქია ახალი მომხდარიადა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის მიყენებული ზარალის ოდენობა.
„ზარალის დამთვლელი ჯგუფი დგება ადგილობრივ ,მუნიციპალიტეტებში. თუ მუნიციპალიტეტს საკმარისი სახსრები არ ექნება სტიქიიის შედეგების სალიკვიდაციოდ ჩვენ, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად შევეცდებით დავეხმაროთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს", _ განახადა დავით ნარმანიამ.