ქუთაისის ახლად არჩეულ მერს დიმიტრი კოპალიანს შესაძლოა საკრებულომ იმპიჩმენტი გამოუცხადოს და მერობიდან დაითხოვოს. ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზციის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი თქმით დღეისათვის აბსოლიტურად პარალიზებულია მერიის სტუქტურების მუშაობა.
„საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ქალაქის მერად კოპალიანი ჩვენმა ფრაქციამ აირჩია. თუმცა როგორც ჩვენთვისაა ცნობილი დღეისათვის აბსოლიტურად პარაიზებულია მერიის სტრუქტურების მუშაობა, ვერ ხერხდება საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, შეჩერებულია ტენდერები და მოქალაქეები საერთოდ ვერ იღებენ სათანადო პასუხებს მათთვის აუცილებლ საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ ჩვენი ფრაქცია პატრიოტები ჩვენივე არჩეულ ქალაქის მერს თვითონვე გადავირჩევთ", განაცხადა გოჩა თევდორაძემ.