წყალტუბოში, კოალიცია „ქართული ოცნების" ყოფილი კოორდინატორები და პარტიის წევრები, მუნიციპალიტეტის „ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ლაშა ნარჩემაშვილს უპირისპირდებიან. 7 ივლისიდან ნარჩემაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს იწყებენ.
როგორც ქუთაისის გაზეთ "პ.ს-ის პრესსკლუბში, „მეოცნებეებმა" ჟურნალისტებს განუცხადეს, ბოლო პერიოდში „ქართულ ოცნებაში" ლაშა ნარჩემაშვილმა ყოფილი „ნაციონალები" გააწევრიანა. მათი განცხადებით, აღნიშნული პირები წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
„ახლანდელი წყალტუბოს რაიონული ორგანზიაცია მხოლოდ პირფერი „ნაციონალებითაა" დაკომპლექტებული, რომლებიც „მოქალაქეთა კავშირიდან" დღემდე არიან იმ პარტიაში, რომელიც ხელისუფლებაშია. ნამდვილი" მეოცნებები" კი პარტიამ გაგვრიყა," -ამბობს ვლადიმერ ჭეიშვილი.
ცნობისთვის წყალტუბოში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რაიონული ორგანზიაციის თავმჯდომარე ლაშა ნარჩემაშვილი, შევარდნაძის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის ლაშა ნარჩემაშვილის ძმაა.