პაციენტებში გულის უკმარისობით გაზრდილია კიბოთ დაავადების რისკი, ამასთან გაზრდილია ონკოლოგიური დაავადებით გარდაცვალების დონე - იტყობინება ScienceDaily ჟურნალ Journal of the American College of Cardiology გამოქვეყნებულ კვლევებზე დაყრდნობით.
ავტორთა აზრით, აღნიშნული ფენომენი შეიძლება დაკავშირებული იყოს გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ განკუთვნილი პრეპარატების გვერდითი მოვლენებით ,აგრეთვე იმით, რომ ასეთ პაციენტებს უბრალოდ გაცილებით გულმოდგინედ იკვლევენ.
დასკვნები ავტორებმა მეიოს კლინიკის სამეცნიერო ცენტრის სპეციალისტებმა გააკეთეს 11 წლის განმავლობაში მინესოტში მცხოვრებ 1192 ადამიანზე დაკვირვებით, რომელთა ნახევარს აწუხებდა გულის უკმარისობა. დადგინდა,რომ პაციენტებს რომელთაც დიაგნოზი დაუსვეს 1979-1990 წლების პერიოდში კიბოს განვითარების რისკი 48% იყო, ხოლო 1991-2000 წლებში - 86% -ით მაღლა ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებს.
ავტორები ვარაუდობენ, რომ მსგავს პაციენტებში ონკოლოგიური დაავადების განვითარების მაღალი რისკი შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით ან ორგანიზმის ანთებითი პროცესით გულის ნორმალური მუშაობის თანმხლები დარღვევებით.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პაციენტებში ქრონიკული დაავადების მკურნალობა უნდა მოხდეს კომპლექსურად და არ უნდა ვებრძოლოთ მხოლოდ ერთს .