საქართველოს შსს-ის მიერ გამოქვეყნებული რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია განზრახ მკვლელობის 179 შემთხვევა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19 პროცენტით ნაკლებია.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რეგისტრირებული იყო განზრახ მკვლელობის 221 ფაქტი. მიმდინარე წლის 9 თვეში რეგისტრირებული 179 განზრახ მკვლელობის შემხვევიდან გახსნილია 87 საქმე. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი გახსნილი იყო 98.
ცნობისთის, 2009 წლის 9 თვეში საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია დანაშაული 28 ათას 421 ფაქტი, რომელთაგან გახნილია 12 ათას 566 დანაშაული, რაც საერთო მაჩვენებლის 44,2 პროცენტს შეადგენს.