საპარლამენტო უმრავლესობას არჩევნებზე დამკვირვებლების მიმართ არსებული სანქციების გადახედვა მიზანშეუწონლად მიიჩნია.ამის შესახებ განცხადება დღეს სესიაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა `საარჩევნო კდოექსში" ცვლილებებისროექტის განხილვისას გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ დამკვირვებლების მიმართ სანქციების გადახედვის საკითხი არასამთავრობო სექტორის მიერ არის დაყენებული. მათი არგუმენტები კი დღეს სესიაზე `ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ გაახმოვანა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კოდექსში არსებული ჩანაწერი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აძლევს იმის საშუალებას, რომ დამკვირვებლის ნებისმიერი აქტიურობა ჩათვალოს საარჩევნო პროცესის ხელის შეშლად. ეს კი დამკვირვებლის არა მარტო უბნიდან გაძევებას ითვალისწინებს, არამედ მის დაჯარიმებასაც. ამიტომ არასამთავრობო სექტორი ითხოვს კანონში დაზუსტებას, თუ რა იგულისხმება საარჩევნო პროცესის ხელისშეშლაში.
არასამთავრობო სექტორის ამ მოსაზრებას `ქრისტიან-დემოკრატებიც~.
პავლე კუბლაშვილი კი აცხადებს, რომ სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში არის, თუ დამკვირვებელი უბანზე აგიტაციას ეწევა და ან ხელს უშლის ხმის მიცემის პროცედურას.
სასჯელის დაკისრება კი, კუბლაშვილის განმარტებით, სასამართლოს პრეროგატოვაა.
`ისე ვერ გავაკეთებთ, რომ უბანზე აგიტაცია დაუსჯელი იყოს," - განაცხადა კუბლაშვილმა.
მიუხედავად ამისა, `საარჩევნო კოდექსში" შესაბამისი მუხლი მაინც ღიად დარჩება შემდგომი კონსულტაციებისათვის.