სამშაბათს, 11 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში, ქალაქის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების სამი წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მზადდება გადაწყვეტილებები, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ხერსონი.
„დღეს ჩვენ აქ, ხერსონში, გავმართავთ უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი ადგილობრივი თანამდებობის პირების, პირველ რიგში, ჩვენი უკრაინის თავდაცვის ძალების უპილოტო კომპონენტის და სპეციალური სამსახურების წარმომადგენლების სპეციალურ შეხვედრას. ჩვენ ვამზადებთ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ხერსონი - ჩვენი აქაური ხალხი და მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც თავიანთ სახელმწიფოს ხერსონში ემსახურებიან“, - თქვა მან.
„და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. დარწმუნებული ვარ, ეს ხერსონში ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს ხერსონის ოლქია, ეს უკრაინაა. ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ სიცოცხლეს, რომლებიც ცხოვრობენ უკრაინისთვის და ეხმარებიან, მოხალისეობას ეწევიან, სიცოცხლეებს იხსნიან. ჩვენი სამხედროები, ჩვენი სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები. მინდა მადლობა გადავუხადო აბსოლუტურად ყველა მასწავლებელს, ჩვენს შვილებს, რომლებიც აქ არიან.
მადლობა ექიმებს და სამედიცინო პერსონალს ყოველი სიცოცხლისთვის ბრძოლისა და დახმარებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ფერმერებს - მათ შორის ბევრი გმირი ადამიანია. თქვენ მათ შორის ხართ, ვინც ჩვენი სახელმწიფოს მთლიანობა შეინარჩუნა. თქვენ აღადგინეთ გამარჯვების იმედი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლიერი ვარ ამ წლებისთვის“, - თქვა ზელენსკიმ.