საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2009 წლის 9 თვეში საქართველოს მასშტაბით რეგიოსტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.7 პროცენტით შემცირდა.
სტატისტიკის მიხედვით, 2009 წლის იანვარ-სექტემბერში ამ მაჩვენებელმა 28 ათას 421 შეადგინა. გასული წლის ანალოგირ პერიოდში ეს მაჩვენებელი 34 ათას 539 შეადგენდა.
რეგისტრირებული 28 ათას 421 დანაშაულიდან გახნილია 12 ათას 566 დანაშაული, რაც საერთო მაჩვენებლის 44,2 პროცენტს შეადგენს.