ქუთაისის მერიაში პირველადი რეორგანიზაციის შედეგად უფლებამოსლიება 89 თანამშრომელს შეუჩერეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისის ახლადარჩეულმა ქალაქის მერმა დიმიტრი კოპალიანმა განუცხადა. მისი თქმით, რეორგანიზაციის შედეგად ქუთაისის მერიაში მხოლოდ პროფესიონალ კადრებს დატოვებენ.
"საკმაოდ რთული, თუმცა აუცილებელი იყო ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია. სწორედ ამიტომ მერიაში დასაქმებულთა რიცხვი პირველ ეტაპზე 13 პროცენტით შევამცირეთ. ეს პროცესი კიდევ დაახლოებით ერთ თქვენს გასტანს და ვთვლით, რომ ქუთაისის ადგილობრივ თვითმართველობაში დასაქმებული ადამიანები მხოლოდ პროფესიონალები იქნებიან", - განაცხადა დიმიტრი კოპალიანმა.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიაში 800-მდე თანამშრომელი მუშაობს, რომელთა რიცხვი 500-დან 600-მდე უნდა ჩამოვიდეს.