დღეს სოფელ ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ე.წ. სამხრეთ ოსურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა ქართული მხარის მიერ მარიკ დუდაევის გათავისუფლებას და იმედი გამოთქვა, რომ „ანალოგიური მიდგომა იქნება გამოყენებული საქართველოს ციხეებში მყოფი რესპუბლიკის სხვა მოქალაქეების მიმართ. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმებდნენ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის 31 ივლისს გაიმართება.