აფხაზეთის მართლმადიდებელი ხალხის საერთო შეკრება მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსათვის დაიგეგმა. მზადება ამ საყოველთაო შეკრებისათვის, რომელიც წინ შეკრების მსგავსად ახლაც ახალ ათონში გაიმართება სეპარატისტებმა უკვე დაიწყეს. შექმნეს საორგანიზაციო კომიტეტი. შეკრების ინიციატორი აფხაზეთის ე.წ. წმინდა მიტროპოლიაა.
მიტროპოლიამ მადლობა გადაიხადა საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ხელმოწერები აფხაზეთის ეკლესიის ე.წ. ავტოკეფალიის ე.წ. აღდგენისა და მისი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან გამოსვლის მოთხოვნით შეაგროვა.
„ჩვენ კვლავ ვიმეორებთ, რომ აფხაზი ხალხის აზრი არის ის, რომ აღდგეს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა და ეს ჩვენი პირველადი ამოცანაა", _ აცხადებს ე.წ. წმინდა მიტროპოლიის სახელით სასულიერო პირი დავიდ სარსანია.