„სამხრეთ ოსეთს აქვს თავისი სახელმწიფო საზღვარი და ამ საზღვრების თანახმად დემარკაცია გაგრძელდება. საქართველოს მხრიდან ნებისმიერი არასანქცირებული ქმედება პროვოკაციად იქნება აღქმული", _ განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ცხინვალში გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარალებების მორიგი რაუნდისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე გააკეთა.
მისვე თქმით, ე.წ. სამხრეთოსური, აფხაზური და რუსული დელეგაციები ჟენევის მოლაპარაკებების ყველა ჩატარებულ რაუნდზე „საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, თავიანთი სახელმწიფოების ინტერესებს იცავენ".
მისივე თქმით, ზემოთაღნიშნული სამივე მხარე გააგრძელებენ მოთხოვნას იმის შესახებ რომ „საქართველომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას ძალის არგამოყენების შესახებ".