დღეს, 21 ივნისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი, 35-ე შეხვედრა გაიმართება. ოსი სეპარატისტები იუწყებიან, რომ შეხვედრაზე, მათი დელეგაცია ყურადღებას გაამახვილებს „ქართული მედიის დეზინფორმაციულ პროპაგანდაზე, რომელსაც იგი ბოლო დროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე უსაფრთხოების ღონისძიებების მიმართ ახორციელებენ".
ამას გარდა, მათივე ინფორმაციით, განხილული იქნება ყველა ინციდენტი, რომელიც ერგნეთის წინა შეხვედრის შემდეგ საზღვრისპირა ზონაში მოხდა.