2013 წლის 1-ლი იანვრიდან ფინანსთა მინისტრს, მის მოადგილეებსა და სსიპ-ების ხელმძღვანელებს პრემიები არ აუღიათ, პრემია აიღო იმ ადამიანებმა, რომელიც დღე და ღამე უდიდესი შრომის ფასად მუშაობდნენ, აღნიშნულის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა, რომელმაც განმარტა, რომ მთავრობა შრომის ანაზღაურების სისტემის ახალ მოდელზე მუშაობს.
„შრომის ანაზღაურების ისეთი სისტემა, რომელიც არსებობს არც არის სრულყოფილი და ჩვენ ვმუშაობთ მის სრულყოფაზე. შრომის ანაზღაურების ერთ-ერთი ნაწილია ე.წ. პრემია. ფინანსთა სამინისტროში მუშაობს 4000-მდე ადამიანი და სწორედ მათზეა დამოკიდებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება. ეს კი არის დაახლოებით 9 მლრდ ლარი. შესაბამისად არსებობს რისკები ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ ამის გაკეთება მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს შეუძლიათ. თუ კი კერძო სექტორში ხელფასი არის მაღალი და ჩვენთან იქნება დაბალი, შანსი იმისა, რომ ჩვენი მაღალკვალიფიციური პერსონალი წავა და კერძო სექტორში იმუშავებს, არის დიდი, რაც რისკებს კიდევ უფრო გაზრდის"- განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მასალის გამოყენების პირობები