ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად 9 სამსახურის უფროსი გაათავისუფლეს. უფროსების გათავისუფლების გამო ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქციას მერიის თანამშრომლები მართავენ. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, თენგო თოფურიძის თქმით, გათავისუფლების შესახებ ბრძანებები ამ წუთებშიც მზადება.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიაში 800-მდე ადამიანია დასაქმებული. რეორგანიზაციის შედეგად კი მათი რაოდენობა 15-20 პროცენტით უნდა შემცირდეს.შეგახსენებთ, რომ მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაცია გუშინ დაიწყო და კიდევ ერთ კვირას გაგრძელდება.