აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია.
კომისიის შექმნის ინიციატორის, ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის სულხან ღლონტის განცხადებით, უმაღლესი საბჭო თავისი სტრუქტურით ვერ პასუხობდა თანამედროვე გამოწვევებს ადამიანის უფლებების სფეროში.
"აჭარის უმაღლესი საბჭო თავისი სტრუქტურით ვერ პასუხობდა თანამედროვე გამოწვევებს ადამიანის უფლებების სფეროში. მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებით ავიღეთ პასუხისმგებლობა შევქმნათ რეგიონის დონეზე მიზიდულობის ცენტრი, რომელიც იქნება კომპეტენტური და პრინციპული ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში", - განაცხადა ღლონტმა
მისივე თქმით, კომისის შექმნა წინასაარჩევნო დაპირებებში ერთ ერთი მნიშვნელოვანი განაცხადი იყო.
„წინასაარჩევნოდ მე როგორც კანდიდატი ასეთი კომისიის შექმნის დაპირებას ვაძლევდი ამომრჩეველს, დღეს ვარ მოხარული რომ ეს დაპირება შესრულებულია, იმედი მაქვს კომისია თავისი საქმინობით ამომრჩევლებში მოიპოვებს ნდობას", - განაცხადა სულხან ღლონტმა.