ძველი თბილისის გამგებელს ნიკა მელიას ,, la trufe -ში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ბრალი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს.
მელია ვაკე საბურთალოს პირველ სამმართველოში ექვსი საათის განმავლობაში ადვოკატის თანდასწრებით იკითხებოდა.
,,ბრალი წამიყენეს ხულიგნობის მუხლით, სამი პირის ჩვენებაზე დაყრდნობით. ეს არის მაზნიაშვილის, გიორგობიანისა და ბაკურიას, თუ ბაკურაძის ჩვენება. ეს ხალხი ჩვენებაში ამბობს, რომ მე მათ გაუსწორდი ფიზიკურად", _განაცხადა დაკითხვის შემდეგ მელიამ და აღნიშნა, რომ მისთვის ბრალის წაყენება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 11 მაისს „ლა ტრუფფე"-ში მომხდარი ინციდენტის შედეგად, ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები დაშავდნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.