თბილისში, გერგეთის ქუჩაზე ბიზნესმენთა ფედერაციის ყოფილ ოფისთან ვანო ჩხარტიშვილის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ვანო ჩხარტიშვილმა ქონება ძღცვით დააგროვა და ამჟამად ამ ქონების საქართველოდან გატანას ცდილობს.
როგორც აქცის ერთერთმა ორგანიზატორმა მელორ ვაჩნაძემ განაცხადა, ჩხარტიშვილი გამდიდრდა ქართველი ხალხის ანაბრების მიტაცებისა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ძარცვის ხარჯზე.
"არის მოროდიორი, რომელიც ცდილობს ქართველი ხალხის ხარჯზე დაგროვებული ქონება გაიტანოს საქართველოდან ჯონ გრიფინის სახელით. ამის საშუალება არ მივცეთ მძარცველ, კორუმპირებულ ვანო ჩხარტიშვილს - ჯონ გრიფინს", - განაცხადა ვაჩნაძე,
მისივე თქმით, ჩხარტიშვილი უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და ძარცვით დაგროვებული ქონება დაუბრუნდეს როგორც მოტყუებულ მეანაბრეებს, ასევე პატარკაციშვილის ოჯახს.
მასალის გამოყენების პირობები