ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად 4 სამსახურის უფროსი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულების მხადასაჭერად მერიის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ.
სამსახურიდან სამხედრო-საქალაქო გიგა ზაუტაშვილი, შესყიდვების სამსახურის უფროსი ანდრო მაღლაკელიძე, საბინაო სამსახურის უფროსი კახა ხვარეშია და ზედამხედველობის სამსაზურის უფროსი ზაზა სულაძე გაათავისუფლეს.
მათი განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან ისინი ახალი ხელისუფლებისთვის მიუღებლები არიან.